უამინდობის მიუხედავად, ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის“აგრონომები და გამწვანების სპეციალისტები აქტიურად აგრძელებენ მუშაობას.
ამჟამად კაჩინსკის ქუჩაზე მდებარე წრიულზე სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილების დარგვა მიმდინარეობს.
პარალელურ რეჟიმში, გრძელდება გაცელვითი სამუშაოები მაქაცარიას, შავშეთის, თამარის დასახლებისა და თამარ მეფის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიებზე.
»»»