მიმდინარე გვერდი:   საწყისი

ფურუსულა (primula hybrida)ზიზილა (bellis)ბარცხანა პიაცამერიის სკვერიძველი ბათუმიაეროპორტის მიმდებარე ტერიტორიააეროპორტის გზატკეცილიმერიის სკვერისაქართველოს დროშასანაპიროთეატრის მიმდებარე ტერიტორიასანაპირომთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიანეპტუნის შადრევანიაჭარის დროშა

იანვარი 2020

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31

სიახლის გამოწერა

სახელი:
ელ. ფოსტა:

გამოწერა


გამოკითხვა

ჩვენი საიტი...

შეფასება

 

შედეგები


ამინდი



სიახლეები

9 იანვარი 2020 წელი
2019 წელს გამწვანების სამსახურის მიერ გაიცელა 7 423 875 კვ.მ. ტერიტორია
2019 წელს გამწვანების სამსახურის მიერ ქალაქის ტერიტორიები, ეზოები, სკვერები, ასევე ზღვის სანაპირო ზოლი გაიცელა 7 423 875 კვ.მ. ტერიტორია.

»»»

6 იანვარი 2020 წელი
ქალაქის მოწესრიგება გრძელდება
ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური აქტიურად აგრძლებს ქალაქის იერსახეზე ზრუნვას. დღეს ტაბიძის ქუჩაზე მდებარე სკვერში ხე-მცენარეების ირგვლივ გაფხვიერდა ნიადაგი, ასევე მცენარეები გაიწმინდა სარეველა ბალახისგან. ტროტუარზე გადმოსული კორდი ჩამოიჭრა და დასუფთავდა მიმდებარე ტერიტორია.

»»»

31 დეკემბერი 2019 წელი
გილოცავთ შობა-ახალ წელს !
ა(ა)იპ "ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური" გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს !

»»»

30 დეკემბერი 2019 წელი
ჩვენ გვიყვარს სიცოცხლე
ჩვენ გვიყვარს სიცოცხლე, ცხოვრება მშვენიერია, შენი სიცოცლე მნიშვნელოვანია - ამ სლოგანით დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საზღვაო აკადემიის ლექტორ მასწავლებლებმა და სტუდენტებმა გამწვანების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ცენტრალურ პარკში გამწვანების აქცია მოაწყვეს, სადაც მაგნოლიებით „ სიცოცლის წრე“ გამოისახა. დღევანდელი გამწვანების აქცია სტუდენტების ინიციატივითა და გამწვანების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. დღეიდან პარკს 25 ძირი ცაცხვის და მანოლია გრანდიფლორას ხეები შეემატა.

»»»

30 დეკემბერი 2019 წელი
გამწვანების სამსახურმა დავითაძეების ოჯახს დამდეგი ახალი წელი მიულოცა
დავითაძეების მრავალსულიან ოჯახს დამდეგი შობა- ახალი წელი მიულოცეს ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ და ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის“ ხელმძღვანელმა დავით დიასამიძემ. ოჯახს მცირედი საჩუქრები გადაეცათ და მათ წარმატებები უსურვეს.

»»»

27 დეკემბერი 2019 წელი
მარუხის ქუჩის გამწვანება
„თქვენს მიერ დარგული თითოეული ნერგი თქვენი ოჯახის წევრი გახდება! ‘’- ამ სლოგანით დღეს გამწვანების სამუშაოები შესრულდა. მარუხის ქუჩაზე მცენარეების დარგვა გაგრძელდა, ქუჩას კიდევ 95 ძირი ოქროსფერი ტუია და მაგნოლია გრანდიფლორა შეემატა. ხე-მცენარეები გამწვანების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად სტუდენტებმა და მოქალაქეებმა დარგეს. მათ უკვე სახელობითი ხეები აქვთ. ა(ა)იპ "ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური" სკვერების, პარკების, ეზოებისა და ტროტუარების გამწვანებას კვლავ აგრძელებს. გამწვანების აქცია მარუხის ქუჩაზე მიმდინარე წლის 25 დეკემბერს გაიმართა.

»»»

26 დეკემბერი 2019 წელი
N26 საჯარო სკოლის ეზოში ხეები დარგეს
ქ. ბათუმის, N26 საჯარო სკოლასთან არსებული ინკლუზიური სწავლების ჯგუფის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ხეები დარგეს. ბავშვებთან ერთად ხეების დარგვის აქციაში აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტი მაია ხაჯიშვილი, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, ვიცე-მერი ჯაბა ტუღუში და ა(ა)იპ "ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის" ხელმძღვანელი დავით დიასამიძე ჩაერთო. დღეიდან სკოლის ეზოს ტუიებისა და ფოტინიების ხეები შეემატა. აქ დარგული ხე-მცენარეები უკვე სახელობითია. გამწვანების აქცია ა(ა)იპ "ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის" ორგანიზებით გაიმართა.

»»»

24 დეკემბერი 2019 წელი
სათნოების სავანეში ხეები დარგეს
დღევანდელი დღე განსხვავებული იყო ბათუმის წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანის ბინადრებისთვის. დღეიდან ეზოში, სადაც ისინი ყოველდღიურად სეირნობენ სახელობითი ხეები ექნებათ. ბენეფიციარებმა ხე-მცენარეები გამწვანების სამსახურის თანამშრომლებთან და ბსუ-ს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად დარგეს.ამჟამად სავანეში 125 ბინადარია. ა(ა)იპ "ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური" დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანის ბინადრებს.

»»»

23 დეკემბერი 2019 წელი
ქალაქში მიმდინარე სამუშაოები გრძელდება
რამდენიმე დღეა ბათუმში შ. რუსთაველის ქუჩაზე ვაშინგტონიის პალმების გასხვლის სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქში სულ 230 პალმა მოწესრიგდება. ა(ა)იპ " ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმსრების სამსახური" გასხვლით სამუშაოებს გეგმიურად წელიწადში 2 -ჯერ ასრულებს. პარალელურ რეჟიმში ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე საყვავილე კლუმბებში ზამთარ მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილების დარგვა მიმდინარეობს.

»»»