მიმდინარე გვერდი:   საწყისისიახლეები

ფურუსულა (primula hybrida)ზიზილა (bellis)ბარცხანა პიაცამერიის სკვერიძველი ბათუმიაეროპორტის მიმდებარე ტერიტორიააეროპორტის გზატკეცილიმერიის სკვერისაქართველოს დროშასანაპიროთეატრის მიმდებარე ტერიტორიასანაპირომთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიანეპტუნის შადრევანიაჭარის დროშა

ოქტომბერი 2020

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31

სიახლის გამოწერა

სახელი:
ელ. ფოსტა:

გამოწერა


გამოკითხვა

ჩვენი საიტი...

შეფასება

 

შედეგები


ამინდი



სიახლეები

9 ოქტომბერი 2013 წელი
განახლებული სკვერი
09 ოქტომბერი, გამწვანების სამსახურის მიერ, ქ. ბათუმში, წმინდა ბარბარეს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე განახლდა სკვერი, რომელშიც დარგული იქნა შემდეგი სახის მცენარეები: ირმის რქა, კამელია, ნეკერჩხალი, მაგნოლია სულანჟა, ლეპტოსპერუმი, ფოტინია, აზალია, ნანდინა, აბელია, გარდენია, ტუია ოქროსფერი, ნეკერჩხალი და ხიბისკუსი. სულ დაირგო 120 ძირი მცენარე

»»»

7 ოქტომბერი 2013 წელი
განახლებული სკვერი
07 ოქტომბერი, გამწვანების სამსახურის მიერ, ქ. ბათუმში, მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განახლდა სკვერი, რომელშიც დარგული იქნა შემდეგი მცენარეები, კერძოდ: ფიტოსპორუმი, აზალია, აბელია, ოსმანთუსი,ნანდინა, გარდენია და ტუია ოქროსფერი. სულ დაირგო 24 ძირი მცენარე.

»»»

2 ოქტომბერი 2013 წელი
ახალი სკვერი
02 ოქტომბერი, რუსთაველის ქუჩის ბოლოში გამწვანების სამსახურის მიერ განახლდა არსებული სკვერი, რომელშიც განთავსებული იქნა შემდეგი სახის დეკორატიულ-ყვავილოვანი ხე-მცენარეები: ტუია (ოქროსფერი), ნანდინა, ფიტოსპორუმი, აბელია, აზალია, ოსმანთუსი შტამპზე (დიდი) და ირმის რქა, სულ დაირგო 32 ძირი მცენარე.

»»»

19 სექტემბერი 2013 წელი
მცენარეების მოვლითი სამუშაოები
19 სექტემბერი, იუსტიციის სახლის მიმდებარე სკვერში და საყვავილეებში ვარდების გასხვლა, ნიადაგის გაფხვიერება, ბორდიურებისა და სავალი ბილიკების გაწმენდა სარეველებისგან, გუმილისის პალმების გასხვლა, ძირების გაფხვიერება, ყვავილების ამოღება ლოგოში და დამუშავება, ნაგვის გატანა.

»»»

2 სექტემბერი 2013 წელი
მცენარეების მოვლითი სამუშაოები
02 სექტემბერი, ბაგრატიონის ქუჩის გზა-გამყოფ ზოლში ახალდარგული მცენარეების (პალმებისა და ჰიბისკუსების) ძირებში მინერალური სასუქის შეტანა, გაფხვიერება ნიადაგის; მერიის, თავისუფლების მოედნის და საზღვაო ნავსადგურის საყვავილეებიდან ძველი ყვავილების ამოღება, ნიადაგის გადაბარვა, ტერიტორიის დასუფთავება და ნაგვის გატანა.

»»»

ახალი სკვერი
მიმდინარე წლის, აგვისტოს ბოლოს, ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის გზაგამყოფ ზოლში, ა(ა)იპ ,,ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის’’ მიერ მოეწყო სკვერი, რომელშიც განთავსებული იქნა შემდეგი სახის დეკორატიულ-ყვავილოვანი ხე-მცენარეები: ბზა, აბელია, ღვია, ტუია, კვიდო, ირმის რქა, ჰიბისკუსი (მუტაბილის), იუკა და აზალია. ა(ა)იპ ,,ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის’’ საქმიანობაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ ნაწილად ითვლება ქალაქში ხე-მცენარების დარგვა, მათი მოვლა-პატრონობა და დეკორატიული გაფორმება, რაც ქალაქის ლანდშაფტური არქიტექტურის განუყოფელი ნაწილია. ა(ა)იპ ,,ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის’’ მიერ იგეგმება მრავალი ასეთი გამწვანებითი ღონისძიებები.

»»»

27 აგვისტო 2013 წელი
მცენარეების მოვლითი სამუშაოები
27 აგვისტო, მ. აბაშიძის გამზირზე, გორგილაძის ქუჩის - მერიის, წმ. ბარბარეს ეკლესიისა და საზღვაო სადგურის მიმდებარე სკვერებში ყვავილების ამოღება, გატანა, ნიადაგის გადაბარვა, მოსწორება-დამუშავება, მაგნოლია სულანჟის გასხლვა-გაფორმება, მარწყვის ხეების (შტამპიანი) გასხლვა, გადაზრდილი ტოტების შეჭრა, ტერიტორიის დასუფთავება და ნაგვის გატანა.

»»»

20 აგვისტო 2013 წელი
მცენარეების მოვლითი სამუშაოები
19-20 აგვისტო, ბაქოს ქუჩის მიმდებარე სკვერში სავალი ბილიკებისა და ბორდიურების გაწმენდა სარეველებისგან, ნიადაგის გაფხვიერება მცენარეების ძირებში, ტერიტორიის დასუფთავება და ნაგვის გატანა.

»»»

13 აგვისტო 2013 წელი
მცენარეების მოვლითი სამუშაოები
12 აგვისტო, თეატრის მიმდებარე სკვერში გამწვანების სამსახურისა და სტუდენტების მიერ ბზების გაწმენდა სარეველებისგან, ნიადაგის გაფხვიერება მცენარეების ირგვლივ, გადაზრდილი და ხმელი ტოტების შეჭრა, ყვავილების გაწმენდა სარეველებისგან, ტერიტორიის დასუფთავება და ნაგვის გატანა.

»»»