მიმდინარე გვერდი:   საწყისისიახლეები

ფურუსულა (primula hybrida)ზიზილა (bellis)ბარცხანა პიაცამერიის სკვერიძველი ბათუმიაეროპორტის მიმდებარე ტერიტორიააეროპორტის გზატკეცილიმერიის სკვერისაქართველოს დროშასანაპიროთეატრის მიმდებარე ტერიტორიასანაპირომთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიანეპტუნის შადრევანიაჭარის დროშა

აგვისტო 2019

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31

სიახლის გამოწერა

სახელი:
ელ. ფოსტა:

გამოწერა


გამოკითხვა

ჩვენი საიტი...

შეფასება

 

შედეგები


ამინდი



სიახლეები

14 ივნისი 2019 წელი
ბათუმის ცენტრალურ პარკში სამუშაოები მიმდინარეობს
ბათუმის ცენტრალურ პარკში გულის ფორმის ხე-მცენარეებს, რომელიც 8 მარტს ბათუმელთა მონაწილეობით გაშენდა, ნიადაგის მოსამზადებელი სამუშაოები უტარდება, სადაც სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილების დარგვაა დაგეგმილი.

»»»

13 ივნისი 2019 წელი
ქალაქის იერსახეზე ზრუნვა გრძელდება
ი. გოგოებაშვილის ქუჩაზე ზაფხულის სეზონზე მოყვავილე ერთწლიანი ყვავილების დასარგავად მიწის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის” თანამშრომლების მიერ სანაპირო ზოლის მიმდებარედ ყვავილების დარგვა გრძელდება. პარალელურ რეჟიმში, აქტიურად გრძელდება გაცელვითი სამუშაოები ინასარიძის ქუჩაზე.

»»»

12 ივნისი 2019 წელი
ქალაქში ყვავილების დარგვა გრძელდება
ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური” რამდენიმე ლოკაციაზე ერთდროულად ასრულებს სამუშაოებს. ი. გოგებაშვილის ქუჩაზე, სანაპირო ზოლის მიმდებარედ ზაფხულის სეზონზე მოყვავილე ერთწლიანი ყვავილების დარგვა. პარალელურ რეჟიმში, აქტიურად გრძელდება გაცელვითი სამუშაოები ცენტრალურ პარკში, თამარ მეფის გზატკეცილსა და ინასარიძის ქუჩებზე არსებულ ტროტუარებზე, გზაგამყოფებზე და ეზოებში.

»»»

11 ივნისი 2019 წელი
ქალაქში ყვავილების დარგვა დაიწყო
მალე ბათუმს მილიონი ყვავილი დაამშვენებს. სხვადასხვა უბანში ზაფხულის სეზონზე მოყვავილე ერთწლიანი ყვავილების დარგვა დაიწყო. ესტაკადის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზაგამყოფზე ყვავილების დარგვის სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქის სკვერებს, საყვავილე კლუმბებსა და წრიულებს ჯამში მილიონი 10-მდე სახეობის ერთწლოვანი ყვავილი შეემატება, რომელიც ახალსოფლის სანერგე სასათბურე მეურნეობაშია გამოყვანილი. ხავერდა, სალვია,პეტუნია, მხვიარა პეტუნია ,ბეგონია, ცელოზია, ბალზამინი და ცინერარია - ეს იმ ყვავილების სახეობების ჩამონათვალია, რომლებიც ქალაქს გაალამაზებს.

»»»

10 ივნისი 2019 წელი
გაცელვითი სამუშაოები
2019 წლის მაისი თვეში ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის“ თანამშრომლებმა ქალაქში 1 000 070 კვ.მ. ტერიტორია გაცელა.

»»»

7 ივნისი 2019 წელი
ნობელების სახელობის მუზეუმის ეზოში ხე–მცენარეები დაირგო
ა(ა)იპ ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის თანამშრომლებმა ბათუმში ძმებ ნობელების სახელობის მუზეუმის ეზო გაამწვანეს. მუზეუმის ეზოში 40–მდე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე დაირგო.

»»»

6 ივნისი 2019 წელი
ქალაქში გაცელვითი სამუშაოები გრძელდება
ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური“ რამდენიმე ლოკაციაზე სხვადასხვა სახის სამუშაოებს ასრულებს. დღეს დილიდან გაცელვითი სამუშაოები ხიმშიაშვილის, ვაჟა-ფშაველას, ლუკა ასათიანის, ბაღის ქუჩისა და მახინჯაურის მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარეობს.

»»»

5 ივნისი 2019 წელი
გარემოს დაცვის საერთაშიროსო დღეზე გამწვანების აქცია გაიმართა
5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშიროსო დღეა. თარიღთან დაკავშირებით დღეს ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა“ შინდისის გმირების სახელობის სკვერში ხე-მცენარეები დარგეს. სკვერს 20 ძირი ხე-მცენარე- მელია შეემატა. გამწვანების აქციაში მოსწავლეები და სტუდენტები ჩაერთო. 1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა.

»»»

4 ივნისი 2019 წელი
სანერგე-სასათბურე მეურნეობის მუშაობის პროცესს მოსწავლეები გაეცნენ
ახალსოფლის სანერგე-სასათბურე მეურნეობაში დღეს კერძო სკოლა „მონპარნასის“ მოსწავლეები და პედაგოგები იმყოფებოდნენ. მიმდინარე სამუშაო პროცესის შესახებ ინფორმაცია მოსწავლეებს სამსახურის ხელმძღვანელმა დავით დიასამიძემ მიაწოდა. სანერგე-სასათბურე მეურნეობაში გაზაფხული-ზაფხულის სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილების ჩითილების გამოყვანა და დათესვითი სამუშაოები ტარდება. სკოლის მოსწავლეების ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით ა(ა)იპ "ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა" სანერგე-სასათბურე მეურნეობაში, ხე-მცენარეების მოვლისა და ჩითილების გამოყვანის შესახებ სადემონსტრაციო ჩვენების ჩატარება ორი თვის წინ დაიწყო.

»»»