მიმდინარე გვერდი:   საწყისისიახლეები

ფურუსულა (primula hybrida)ზიზილა (bellis)ბარცხანა პიაცამერიის სკვერიძველი ბათუმიაეროპორტის მიმდებარე ტერიტორიააეროპორტის გზატკეცილიმერიის სკვერისაქართველოს დროშასანაპიროთეატრის მიმდებარე ტერიტორიასანაპირომთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიანეპტუნის შადრევანიაჭარის დროშა

აგვისტო 2019

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31

სიახლის გამოწერა

სახელი:
ელ. ფოსტა:

გამოწერა


გამოკითხვა

ჩვენი საიტი...

შეფასება

 

შედეგები


ამინდი



სიახლეები

3 ივნისი 2019 წელი
მიმდინარე სამუშაოები
ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური რამდენიმე ლოკაციაზე სხვადასახვა სახის სამუშაოებს ასრულებს.შინდისის გმირების სახელობის სკვერში ხე-მცენარეების ირგვლივ გაფხვიერდა ნიადაგი, ასევე მცენარეები გაიწმინდა სარეველა ბალახისგან. გაცელვითი სამუშაოები გრძელდება გ. ტაბიძის, ქეთევან წამებულისა და აბუსერიძის ქუჩებზე არსებულ ტროტუარებზე, გზაგამყოფებზე და ეზოებში.

»»»

31 მაისი 2019 წელი
ქალაქის მოწესრიგება აქტიურად გრძელდება
ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური აქტიურად აგრძლებს ქალაქის იერსახეზე ზრუნვას. დღეს ხიმშიაშვილის ქუჩაზე ხე-მცენარეების ირგვლივ გაფხვიერდა ნიადაგი, ასევე მცენარეები გაიწმინდა სარეველა ბალახისგან. ტროტუარზე გადმოსული კორდი ჩამოიჭრა და დასუფთავდა მიმდებარე ტრიტორია. გ.ტაბიძის, დ. აღმაშენებელისა და რურუას ქუჩებზე არსებული ეზოები და ტროტუარები გაიცელა.

»»»

31 მაისი 2019 წელი
მახინჯაურის № 7 და №8 საჯარო კლასის მოსაწავლეები სანერგე-სასათბურე მეურნეობაში
სკოლის მოსწავლეების ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით ა(ა)იპ "ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური" აგრძელებს სანერგე-სასათბურე მეურნეობაში, ხე-მცენარეების მოვლისა და ჩითილების გამოყვანის შესახებ სადემონსტრაციო ჩვენების ჩატარებას ახალსოფელში არსებულ მეურნეობაში, მიმდინარე სამუშაო პროცესს, დღეს დაბა მახინჯაურის № 7 და №8 საჯარო კლასის მოსაწავლეები და მაგდონალდსის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

»»»

30 მაისი 2019 წელი
ქალაქის მოწესრიგება აქტიურად გრძელდება
ქალაქში ტროტუარების, გზაგამყოფების, ეზოებისა და სკვერების გაცელვითი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. დილიდან ჯავახიშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს ეზოებისა და სკვერების გაცელვა, თამარის დასახლებაში კი ანალოგიური ხასიათის სამუშაოები კვლავ გრძელდება. პარალელურ რეჟიმში აეროპორტის გზატკეცილის, აეროპორტის შესასვლელის, ინასარიძისა და კობალაძის ქუჩებზე სკვერების მოვლითი სამუშაოები მიმდინარეობს.

»»»

28 მაისი 2019 წელი
გამწვანების სამსახური ქვიშის ფეხბურთის მოედნის მოწესრიგების სამუშაოებს ასრულებს
უკვე ორი დღეა ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური“ ქვიშის ფეხბურთის მოედნის მოწესრიგების სამუშაოებს ასრულებს. გამწვანების თანამშრომლები მთელი დღის განმავლობაში მოედანზე არსებულ ქვიშას ასუფთავებენ. მიმდინარე სამუშაო პროცესს დღეს სამსახურის ხელმძღვანელი ადგილზე გაეცნო. უახლოეს პერიოდში, ზღვის სანაპიროზე არსებულ ქვიშის ფეხბურთის მოედნზე, სპორტული ღონისძიების ჩატარებაა დაგეგმილი.

»»»

27 მაისი 2019 წელი
ქალაქის მოწესრიგერება გრძელდება
ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის მიერ ქალაქში აქტიურად სრულდება გაცელვითი სამუშაოები. დილიდან ბალახი ითიბება და მიმდებარე ტერიტორია სუფთავდება ბაგრატიონის ქუჩის გზაგამყოფებზე და ეზოებში. ისევ გრძელდება თამარის დასახლების გაცელვითი სამუშაოები. გამწვანების სამსახური ზრუნავს ქალაქის იერსახეზე.

»»»

26 მაისი 2019 წელი
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
#ესდღეჩვენია #26მაისი #საქართველოსთავისუფლებისდადამოუკიდებლობისდღე! #GeorgiaInpendenceDay #26thofMay გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

»»»

23 მაისი 2019 წელი
67 წლის ნანული არძენაძე წლებია ქალაქის გალამაზებაზე ზრუნავს
67 წლის ნანული არძენაძე ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის“ ყველაზე უხუცესი თანამშრომელია.იგი სამუშაო დღეს დილის 08:00 საათიდან იწყებს.ქალბატონი ნანული ხელვაჩაურში ცხოვრობს. იგი მრავალი წელია ყოველდღიურად ქალაქის გალამაზებაზე ზრუნავს, თუმცა მუშაობისას ყველაზე მეტად ერთწლოვანი ყვავილების დარგვა უყვარს. მისი სურვილია მშობლებმა შვილებს პატარაობიდან ჩაუნერგოს ბუნების სიყვარული. 67 წლის ნანული არძენაძეს ჰყავს მეუღლე 3 შვილი და 6 შვილიშვილი.

»»»

22 მაისი 2019 წელი
ა(ა)იპ "ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური" გილოცავთ ნიკოლოზობას!
ა(ა)იპ "ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური" გილოცავთ ნიკოლოზობას!

»»»