მიმდინარე გვერდი:   საწყისისიახლეები

ფურუსულა (primula hybrida)ზიზილა (bellis)ბარცხანა პიაცამერიის სკვერიძველი ბათუმიაეროპორტის მიმდებარე ტერიტორიააეროპორტის გზატკეცილიმერიის სკვერისაქართველოს დროშასანაპიროთეატრის მიმდებარე ტერიტორიასანაპირომთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიანეპტუნის შადრევანიაჭარის დროშა

ივლისი 2019

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31

სიახლის გამოწერა

სახელი:
ელ. ფოსტა:

გამოწერა


გამოკითხვა

ჩვენი საიტი...

შეფასება

 

შედეგები


ამინდი



სიახლეები

14 მაისი 2015 წელი
მიმდინარე სამუშაოები
14 მაისს გამწვანების სამსახურის მიერ, ქალაქის სხვადასხვა ქუჩებსა და სკვერებში შესრულდა შემდეგი სამუშაოები, კერძოდ: ქათამაძის, თამარ მეფის გზატკეცილის, გოგებაშვილის, მიმდებარედ ჩატარდა გაცელვითი სამუშაოები. გოგებაშვილის, ნინოშვილის და რუსთაველის ქუჩის მიმდებარე სკვერებში, მცენარეების ძირებსა და საყვავილე კლუმბებში შეტანილ იქნა ორგანული სასუქი ტორფი, გაფხვიერდა და დამუშავდა ნიადაგი. ხიმშიაშვილისა და გმირთა ხეივნის კვეთაში, თამარ მეფის გზატკეცილზე დაირგო გაზაფხული-ზაფხულის სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილები.

»»»

12 მაისი 2015 წელი
მიმდინარე სამუშაოები
12 მაისს გამწვანების სამსახურის მიერ, ქალაქის სხვადასხვა ქუჩებსა და სკვერებში შესრულდა შემდეგი სამუშაოები, კერძოდ: გორგასლის, ფარნავაზ მეფის, ქათამაძის, გორგილაძის, გრიბოედოვის, მემედ აბაშიძის ქუჩებზე ჩატარდა გაცელვითი სამუშაოები. ხიმშიაშვილისა და გმირთა ხეივნის კვეთაში დაირგო გაზაფხული-ზაფხულის სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილები. გორგილაძისა და გოგებაშვილის მიმდებარედ მცენარეები შეიწამლა ჰუმუსოვანი ექსტრაქტით - ფუნგიციდით და ლიგნოგუმით.

»»»

11 მაისი 2015 წელი
მიმდინარე სამუშაოები.
11 მაისს გამწვანების სამსახურის მიერ, ქალაქის სხვადასხვა ქუჩებსა და სკვერებში შესრულდა შემდეგი სამუშაოები, კერძოდ: ბაგრატიონის, ჯავახიშვილის, გრიბოედოვის, თამარის დასახლების მიმდებარედ ჩატარდა გაცელვითი სამუშაოები. გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარე სკვერებში, მცენარეების ძირებსა და საყვავილე კლუმბებში შეტანილ იქნა მინერალური სასუქი ტორფი, გაფხვიერდა და დამუშავდა ნიადაგი. აეროპორტის შესასვლელის, ახალი ბულვარის ბოლოს, კაჩინსკის, ხიმშიაშვილის, რუსთაველის, გრიბოედოვის, გოგებაშვილის, ნინოშვილის მიმდებარედ მცენარეები შეიწამლა ჰუმუსოვანი ექსტრაქტით - ფუნგიციდით და ლიგნოგუმით.

»»»

11 მაისი 2015 წელი
გაზაფხული-ზაფხულის სეზონურად მოყვავილე ყვავილები
11 მაისს ა(ა)იპ "ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის" მიერ გოგოლის ქუჩაზე (ბონის კულტურის სახლის მიმდებარედ) დაირგო გაზაფხული -ზაფხულის სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილები.

»»»

8 მაისი 2015 წელი
გაზაფხული-ზაფხულის სეზონურად მოყვავილე ყვავილები
08.05.2015 წელი - ა(ა)იპ "ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის" მიერ გორგილაძის ქუჩაზე (მერიის) მემედ აბაშიძის (საკონსტიტუციოს) გამსახურდიასა და ახმეტელის (მთავრობის სახლის), გოგებაშვილის, 31 დეკემბრის, თამარ მეფის გზატკეცილის მიმდებარედ დაირგო გაზაფხული-ზაფხულის სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილები. ასევე ქალაქის სხვადასხვა ქუჩებსა და სკვერებში შესრულდა გაცელვითი სამუშაოები, კერძოდ გაიცელა გმირთა ხეივნის, ინმაძის, ბარათაშვილის, 31 დეკემბრის, მესხის, გოგოლის, ნოღაიდელის, გოგიტიძის, იაშვილის მიმდებარე ტერიტორია.

»»»

7 მაისი 2015 წელი
გაზაფხული-ზაფხულის სეზონურად მოყვავილე ყვავილები
7 მაისს ა(ა)იპ "ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის" მიერ გორგილაძის ქუჩაზე (ვარდების რევოლუციის სკვერის, მუზეუმის, მერიის მიმდებარედ) დაირგო გაზაფხული -ზაფხულის სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილები. ასევე ქალაქის სხვადასხვა ქუჩებსა და სკვერებში შესრულდა გაცელვითი სამუშაოები, კერძოდ გაიცელა რუსთაველის, გოგებაშვილის, ნინოშვილის, ბაქოს, განთიადის მიმდებარე ტერიტორია.

»»»

6 მაისი 2015 წელი
მიმდინარე სამუშაოები
6 მაისს გამწვანების სამსახურის მიერ, ქალაქის სხვადასხვა ქუჩებსა და სკვერებში შესრულდა შემდეგი სამუშაოები, კერძოდ: რურუას, აღმაშენებლის, ლეონიძის, ხიმშიაშვილის, რუსთაველის მიმდებარედ ჩატარდა გაცელვითი სამუშაოები. გორგილაძის, ვაჟა-ფშაველას მიმდებარე სკვერში განხორციელდა მიწის შეტანა საყვავილე კლუმბებში, აეროპორტის შესასვლელსა და ნურეთინ ჩარმიქლის ქუჩაზე მდებარე სკვერში გაფხვიერდა ნიადაგი და დასუფთავდა ტერიტორია.

»»»

6 მაისი 2015 წელი
მცენარეების დარგვა
6 მაისს გამწვანების სამსახურის მიერ გმირთა ხეივნისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში მდებარე წრიულზე დაირგო 393 ძირი ვარდი.

»»»

5 მაისი 2015 წელი
მიმდინარე სამუშაოები
5 მაისს გამწვანების სამსახურის მიერ, ქალაქის სხვადასხვა ქუჩებსა და სკვერებში შესრულდა შემდეგი სამუშაოები, კერძოდ: ახალი ბულვარის ბოლოს, აეროპორტის შესასვლელის, კაჩინსკის, ხიმშიაშვილის, მიმდებარედ ჩატარდა გაცელვითი სამუშაოები. გორგილაძის, ტბელ აბუსერიძის, მემედ აბაშიძის მიმდებარე სკვერში განხორციელდა ნიადაგის გაფხვიერება, შემოდგომა-ზამთრის ერთწლოვანი ყვავილების ამოღება და ნიადაგის მომზადება ყვავილების დასარგავად, ხიმშიაშვილის ქუჩაზე გაისხლა კვიდოები და დასუფთავდა ტერიტორია.

»»»