სანერგე-სასათბურე მეურნეობის მუშაობის პროცესს მოსწავლეები გაეცნენ

სკოლის მოსწავლეების ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით ა(ა)იპ "ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა" სანერგე-სასათბურე მეურნეობაში ხე-მცენარეების მოვლისა და ჩითილების გამოყვანის შესახებ სადემონსტრაციო ჩვენების ჩატარება დაიწყო. ახალსოფელში არსებულ მეურნეობაში მიმდინარე სამუშაო პროცესს დღეს № 7 საჯარო სკოლის 1 კლასის მოსაწავლეები და პედაგოგები გაეცნენ.
სანერგე-სასათბურე მეურნეობაში გაზაფხული-ზაფხულის სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილების ჩითილების გამოყვანა და დარგვითი სამუშაოები ტარდება.
პატარების ინფორმირებულობის დონის ამაღლების მიზნით ანალოგიური აქტივობის გამართვა კვლავ იგეგმება.