ყვავილები თხევადი მინერალებით გამოიკვება

ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის“ თანამშრომლებმა ღამით ქალაქში არსებული სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილები თხევადი მინერალებით გამოკვება. თხევადი მინერალით გამოკვება კარგია მცენარის ზრდა განვითარებისათვის, აწესრიგებს მცენარის ფიზიოლოგიურ პროცესებს, ხელს უწყობს მცენარის ყვავილობას. მცენარის გამოკვების სამუშაოები ქალაქის მთელ ტერიტორიაზე ეტაპობრივად ჩატარდება.