მიმდინარე სამუშაოები გრძელდება

ქალაქში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს. გამწვანების სამსახური ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე ხე-მცენარეების გასხვლა-ფორმირების სამუშაოებს ახორციელებს. პარალელურად ქალაქში არსებული ტერიტორიები სარეველა ბალახისგან იწმინდება. ასევე მიმდინარეობს ხე-მცენარეების ირგვლივ მიწის გაფხვიერება.